აშშ-ს სამი სამხედრო ავღანურ ფორმაში ჩაცმულმა სამმა უცნობმა მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთში ნატოს სამხედროების სარდლობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინციდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. სამი მოკლული სპეცსანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ავღანეთში 20 ზე მეტი ნატოს ძალების სამხედროა დაღუპული.