დღეს, 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ქართული ოცნების" შემომწირველების - "ბანკი ქართუს" 8 თანამშრომლის, მათ შორის ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილს, სასამართლო პროცესი გაიმართება.
ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
ჯავახიშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურის ქმედება აბსოლუტურად უკანონოა.
იგი დარწმუნებულია, სასამართლო შემომწირველებს ხუთმაგი ოდენობით, ჯამში კი - 1 მილიონ 100 ათასი ლარით დააჯარიმებს და მათ ქონებას საჯარო აუქციონზე გაყიდის.