აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მიტ რომნის შტაბმა აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის მინისტრობის კანდიდატები შეარჩია, რომლებიც რომნის გამარჯვების შემთხვევაში შესაბამის პოსტებს დაიკავებენ. მართალია კანდიდატები იფიციალურად არ დასახელებულან , თუმცა აშშ-ის მედიაში უკვე ჩნდება კონკრეტული ინფორმაციები რომნის შტაბის წევრებზე დაყრდნობით.
ადმინისტრაციის სრული ფორმირება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განსაზღვრულია რამდენიმე ძირითად თანამდებობაზე დასანიშნი პერსონა.
Foreign Policy -ში გამოქვეყნებული ბლოგის Cable ავტორი ჯოშ როგონის ინფორმაციით, ცნობილი ხდება იმის შესახებაც, რომ სიის ფორმირებას 3 სექტემბერს შეუერთდება მსოფლიო ბანკის ყოფილის ხელმძღვანელი რობერტ ზელეკი. იგი რომნის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების სექტორზე იქნება პასუხისმგებელი.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რომნის ადმინისტრაციაში ყოფილი სენატორი, რესპუბლიკელი ჯიმ ტელენტი გახდება. იგი ამჟამად რომნის მთავარი მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მის საარჩევნო შტაბში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. იგი გამორჩეული "ქორია" და რესპუბლიკელთა სრული შემადგენლობა, მას მოკრძალებითა და პატივისცემით ეკიდება.
თუმცა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ასევე გაანიხილება ექს-მინისტრი ჯონ ლემანი. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მედიაში აღინიშნება, რომ "თუ იგი მოინდომებს პენტაგონი მისი გახდება".
სახელმწიფო დეპარტამენტს რომნის კაბინეტში დამოუკიდებელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი ჩაუდგება სათავეში. ლიბერმანი ყოფილი დემოკრატია, თუმცა ბოლო დროს დამოუკიდებელი სენატორის სტატუსით მოღვაწეობს. ამავე პოსტზე სავარაუდო კანდიდატებად ზელიკი და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შეფი დევიდ პეტრეუსი სახელდებიან.
არ არის გაამორიცხული, რომ პეტრეუს რომნის კამპანიაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის რანგშიც ჩაერთოს.
რომნის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯორჯ ბუში-უმცროსის შტატგარეშე მრჩეველი ჯეკ კინი სახელდება. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პოსტია აშშ-ის ადმინისტრაციაში, რადგან ამ რანგის მრჩეველს "პრეზიდენტთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალოდ მონაწილეობს". ამავე პოსტზე სახელდენიან ერიკ ედელმანი, მიტჩელ რეისი და ელიოტ აბრამსი.
აშშ-ის მედია აღნიშნავს, რომ რომნი შეეცდება საკუთარ კაბინებში რამდენიმე ისეთი პერსონა შეიყვანოს, რომელიც ქვეყნის წამყვან ორ პარტიას შორის გარკვეული თანამშრომლობის ტრადიციასაც შეინარჩუნეებს, რისი მაგალითიცაა სახელმწიფო მდივნად ჯოზეფ ლიბერმანის, შესაძლო, დანიშვნა.
მასალის გამოყენების პირობები