სინას მთაზე პოლიციელებსა და ბოევიკებს შორის ახალი შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
დაჭრილების ან შესაძლო დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეტაკება პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა, ერთ დღეშინ მას შემდეგნ რაც ეგვიპტურმა არმიამ ისლამური დაჯგუფებების ბოევიკების წინააღმდეგ შეტევა დაიწყო.
სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებულინ რაც კვირას ისრაელის საზღვართან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ბოევიკები დაესხნენ თავს და 16 მესაზღვრე მოკლეს. ეგვიპტის პრეზიდენტმა იმ პროვინციის დაზვერვის მეთაურინ სადაც თავდასხმა მოხდან თანამდებობიდან გაათავისუფლა.