დღეს, 31 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ცამეტწლამდელთა ნაკრები გუნდი ფინალურ მატჩში იტალიის "კიევოს" დაუპირისპირდება.
სპორტის დეპარტამენტი ინფორმაციით, ჩვენი ნაკრები ზედიზედ სამი მოგებით ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ტალინის გუნდს 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა. რიგის საერთაშორისო ტურნირში 6 ქვეყნის: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, საქართველო - 8 გუნდი მონაწილეობს.
მატჩი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება.