შვეიცარიულმა მხარემ რუს სამართალდამცავებს სისხლის სამართლის საქმის დამნაშავე მანუჩარ თვალავაძე გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. თვალავაძე ვლადივოსტოკში ჩადენილი ძარცვისათვის 9 წლის განმავლობაში იძებნებოდა.
2003 წელს მან თანამზრახველთან ერთად ვლადივოსტოში ავტომობილიდან დოკუმენტები და ქეისი გაიტაცა, რომელშიც 70 ათასი რუსული რუბლი იდო. მაშინ ოპერმუშაკებმა დამნაშავეები დაკაავეს და მათ გამოძოიების დასრულებამდე ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. თვალავაძე კი მიიმალა და ამის გამო მასზე ძებნა გამოცხადდა.
2007 წელს რუს სამართალდამცავებს შვეიცარიელი კოლეგებისაგან მოუვიდთ თხოვნა. ისინი დამნაშავეთა ჯგუფის ერთ ერთი წევრის იდენტიფიცირებას ითხოვდნენ, რომელიც თავის ვინაობას არ ასახელებდა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ეს ადამიანი 40 წლის მანუჩარ თვალავაძეა, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავები ეძებენ. ამის შემდეგ თვალავაძეზე უკვე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, რამაც რუს სამართალდამცავებს საშუალება მისცა შვეიცარიის ციხეში მის მიერ სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ რუსეთში მიდი ექსტრადაცია მოეთხოვათ.
ამჟამად თვალავაძე დაკავებულია და მას მალე მოსკოვიდან ვლადივოისტოკში გადაიყვანენ.