ევროზონის კრიზისი ევროკავშირში სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს მოახდენს, - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გერმანულ გამოცემა Die Zeit-ითვის მიცეულ ინტერვიუში.
ტონი ბლერმა შეშფოთება გამოთქვა იმაზეც, რომ თუ კი ბრიუსელს მეტი უფლებამოსილება მიენიჭება, მაშინ ბრიტანეთის რეფერენდუმზე, შესაძლოა, მიღებული იყოს გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ.
"საჭიროა ბალანსი ევროპულ ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებს შორის. თუ კი ეს არასწორად იქნება გაკეთებული, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პოლიტიკური კრიზისი როგორც ევროს კრიზისია", - განაცხადა ბლერმა.