უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს საგამოძიებო იზოლატორის თანამშრომლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა გააკეთა.
"არის კიდევ სხვა საქმეები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი საქმე ისე არ დარჩება და თითოეული კანონით დადგენილ ვადაში დამთავრდება და სასამართლოში გადაიგზავნება", _ აცხადებს კუზმინი.
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკოს რუსეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმებისას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2011 წლის დეკემბრიდან ტიმოშენკო ხარკოვის კოლონიაში იხდის სასჯელს.