დღეს, 31 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა თენგიზ სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო სკოლას, ხოლო მოგვიანებით 14 საათზე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლას ეწვევა.
სფფ-ს პრეზიდენტი ორივე სკოლას უახლეს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარს საჩუქრად გადასცემს.
სასაჩუქრე კომპლექტები სკოლების ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე სპეციალურად დაკომპლექტდა.
სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, "ფიშკები", "საფეხბურთო კიბეები", "მედიცინ-ბოლები", მოედნის დასახაზი აპარატები, საფეხბურთო კარები, ბურთები, საფეხბურთო კედელი, ასევე მწვრთნელთათვის საჭირო სახელმძღვანელო ლიტერატურა შედის.
გუშინ, 30 იანვარს, ზვიად სიჭინავამ საფეხბურთო ინვენტარი გორის 48-ე საფეხბურთო სკოლას გადასცა.