სახელმწიფო მონიტორინგის სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითად მიზანს წარმოადგენს დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება. პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ორივე ფიზიკურ პირს მიეცა წინადადება დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე"- განმარტავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები