დღეს, 8 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 24 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,750 პროცენტით, მაქსიმალური 6,970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6,906 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 6,8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.