შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მუხათგვერდში ომში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაო, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
„ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს ყველა ჩვენი თანამებრძოლი რომლებიც ამ რამდენიმე წლის წინ დაეცა რუსეთთან ბრძოლაში, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მათ ღვაწლს ქვეყნის წინაშე. მე მინდა ვთქვა, რომ კიდე ათასობით არიან შეიარაღებულ ძალებნში ესეთი ადამიანები რომლებიც მათ ნამოღვაწარს არ დაივიწყებენ და ამ ბრძოლას მიიყვანენ ბოლომდე" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბაჩო ახალაიამ.