სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში ერთ წლიანი სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას დაზღვეულებს საჩუქრად გადაეცემათ გულდაინის სიმ-ბარათი. სიმ-ბარათის მეშვეობით დაზღვეულებს შეუძლიათ დარეკონ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელ ხაზზე უფასოდ!
"გუდლაინი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს საზღვარგარეთ ეკონომიური როუმინგით სარგებლობას და საშუალებას აძლევს მათ 10-ჯერ შეამცირონ სასაუბრო ხარჯი მობილურ ტელეფონზე როუმინგით სარგებლობისას.
ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევის პოლისი დაგიცავთ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შედეგად გამოწვეული ხარჯებისგან. მრავალჯერადი დაზღვევის პოლისი მოქმედებს 1 წლის განმავლობაში და განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც ხშირად გადიან ქვეყნიდან. ჯიპიაი ჰოლდინგში შესაძლებელია სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, რომელიც მოქმედებს ევროპის ტერიტორიაზე ან დაზღვევა, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე.
სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად შეგიძლიათ მიმართოთ ჯიპიაი ჰოლდინგის ფილიალებს შემდეგ მისამართებზე: ი.ჭავჭავაძის გამზირი 2, „დაზღვევის სახლი" (ყოფილი ჩაის სახლი), ან კოსტავას 67.
პოლისის შეკვეთა შესაძლებელია ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელი ხაზის მეშვეობით. დარეკეთ: 2505111 და გამოიძახეთ სადაზღვევო კონსულტანტი, რომელიც ადგილზე გაგიფორმებთ პოლისს.