თბილისის საქალაქო სასამართლომ "ელიტა ბურჯის" ადვოკატს იმედა ნიკურაძეს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკურაძის ადვოკატი ალა კახნიაური უკანონოოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ნიკურაძეს სამართალდამცველებისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
კახნიაურის განმარტებით, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების დაესაჯის ნაცვლად, პატიმრობა ნიკურაძეს შეუფარდეს.
"ჩვენ ამას არ შევეგუებით. მივმართავთ ადვოკატთა კოლეგიას, რადგან ნიკურაძე მისი წევრი იყო და ერთობლივ განცხადებას გავავრცელებთ", - განაცუხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ალა კახნიაურმა.
შეგახსენებთ, "ელიტა ბურჯის" იურისტი იმედა ნიკურაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.