საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო და დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგო. სანდრა რულოვსი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს გაესაუბრა .
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
ქართველი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები.
მუხათგვერდის სასაფლაოზე საბრძოლო მოქმედებებისა დაღუპული 43 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული, რომელთაგან რამდენიმეს იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.