საქართველოს პრეზიდენტი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და პატივი მიაგო აგვისტოს ომის დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნას.
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად გვირგვინით შეამკო 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების მემორიალი.