აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტის, ეროვნული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს, ისრაელ კატსს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები განიხილეს, მათ შორის ბათუმსა და ისრაელის ქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. ასევე, ისაუბრეს პორტების მართვის მენეჯმენტში გამოცდილების გაზიარებასა და ქალაქების ბათუმისა და ელათის დამეგობრებაზე.
ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრის მიწვევით აჭარის სამთავრობო დელეგაცია საპასუხო ვიზიტით ისრაელში სავარაუდოდ ოქტომბერში გაემგზავრება.