პაკისტანის პრემიერს რაჯა პერვეზა აშრაფს სასამართლოში იბარებენ, იმის გამო, რომ იგი გამოძიებას ქვეყნის პრეზიდენტთან კავშირში არსებული კორუფციული საქმის გამოძიებაში არ ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშრაფის წინამორბედი იუსუფ რეზა გილანი პრემიერის თანამდებობიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადადგა. სასამართლომ იგი ბრალდებულად აღიარა. მისი ბრალი მდგომარეობდა იმაში, რომ მან უარი თქვა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია სამართლადამცავებისათვის გადაეცა.