ყოველ ორშაბათს, გაზეთი „საჯარო რეესტრი" ახალი დანართით გამოდის. დანართის სახელწოდებაა „დასაქმდი საქართველოში" და მასში სამუშაოს მაძიებელთათვის დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება.
გაზეთში თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, საშუალო და დაბალ რგოლებზე არსებული ვაკანსიების მთელი სპექტრი: სამშენებლო სფერო, ტურიზმი, მომსახურება, დიზაინი, გაყიდვები და სხვ.
გაზეთი მნიშვნელოვნად დაეხმარება შრომის ბაზარს, მიაწვდის სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს.
საჯარო რეესტრმა ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი განცხადებების გაზეთის გამოცემა 1 წლის წინ დაიწყო. გაზეთი მომხმარებლებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაზეთში ქვეყნება განცხადებები უძრავი ქონებას ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება-დაგირავების, სხვადასხვა ნივთების და ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, აუქციონების, დასასვენებელი ადგილების და ტურისტული მარშუტების და სხვ შესახებ. მომსახურების მისაღებად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს.
გაზეთი „საჯარო რეესტრი" კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გამოდის. გაზეთი იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და მისი ფასი მხოლოდ 20 თეთრია.