უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მიიჩნევს, რომ კანონი რუსული ენის სტატუსის შესახებ მისი ახლანდელი რედაქციით საზოგადოების გახლეჩვას შეუწყობს ხელს. ეს განცხადება იანუკოვიჩის თანაშემწემ მისმა მრჩეველმა ანა გერმანმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"პრეზიდენტი კანონში მნიშვნელოვნელოვანი ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ამა გარდა, პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას პროგრამა უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის განვითარებისათვის", _ განაცხადა გერმანმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ასევე შეიქმნება სადამკვირვებლო საბჭო, რომელიც უკრაინული ენის განვითარების საკითხს დააკვირდება.
ანა გერმანის განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე კანონი რუსული ენის სტატუსის შესახებ მნიშვნელოვნად შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პროცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში, სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 %- სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.