ჩინეთის პროვინცია ციანსუს სოფელ ხუასის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საკუთარ ავიაკომპანიას ქმნის.
სოფელი, სადაც 1,5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ჩინეთში ყველაზე მდიდარ სოფლად ითვლება. ამ სოფლის თითოეული მოსახლის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 10 ათასი დოლარია. სოფლის მთავარი ეკონომიკური მაცოცხლებელი არის ტექსტილის წარმოება და ტურიზმი. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, სოფელი ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ტურისტს იღებს. სოფლის ხელისუფლების განმარტებით, სოფლის კიდევ უფრო განვითარებისთვის ავიაკომპანიის შექმნა და ზოგადად სოფლიდან ფრენების განხორციელება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ 26 ივლისს ქვეყნის ხელისუფლებამ რეგისტრაციაში გაატარა სოფლის ავიაკომპანია Jiangsu Huaxi General Aviation Co. ავიაკომპანიის პარკი 2 ვერტმფრენისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 14 მლნ დოლარია. ავიაკომპანიას დაგეგმილი აქვს, რომ 2015 წლისთვის მისი ავიაპარკი 5-მდე გაიზრდება, საიდანაც ერთი ბიზნესკლასის თვითმფრინავი იქნება და რომელიც ტურისტებს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანს.