ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-პრემიერმა, გიორგი ბარამიძემ, ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ მახარაძემ და რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებიც ესწრებოდნენ.
სკვერში შეკრებილებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აჭარიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის, 2 ბათუმელი. აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა სახელობის სკვერი და გმირთა მემორიალი ბათუმში 3 წლის წინათ გაიხსნა.