ნატოს სამხედრო ბაზას ავღანეთში ტერორისტი -თვითმკვლელი დაესხა თავს. შედეგად 13 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. დაზარალებულთაგან 11 - ავღანელი სამხედროები არიან, 2 კი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.
მომხდარი დღეს უკვე მეორე თავდასხმაა.
დღეს დილით ქაბულის მიდამოებში სამარშრუტო ტაქსი ააფეთქეს. დაიღუპა 9 ადამიანი.