ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობის ლიდერები 2008 წლის საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრში-გორის რაიონ სოფელ შინდისში ჩავიდნენ სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა ხსოვნას მიაგეს პატივი გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა სასულიერი პირთან და მოსახლეობასთან ერთად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მოძრაობის ლიდერების განცხადებით ეს არის ადგილი სადაც სარკინიგზო გასასავლელთან ალყაში მოქცეული ქართული რაზმისა და რიცხობრიავდ 100-ჯერ აღმატებული რუსული სამხედრო შენაერთის შეჯახება მოხდა. აღნიშნული ბრძოლის დროს ქართველმა მებრძოლებმა საოცარი გმირობის მაგალითი აჩვენეს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკების დროს, მათ შორის რაზმის ორმა წევრმა ნათლიამ და ნათლულმა მტრისთვის ტყვედ ჩაბარებისგან თავიდან ასაცილებლად ხელყუმბარით თავი აიფეთქეს და დანარჩენ ქართველებთან ერთად დაიღუპნენ.
ამ ისტორიებს იხსენებდნენ შინდისში მცხოვრებლები რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საომარ მოქმედებებს.
"საკმაოდ ემოციური შეხვედრა გამოვიდა ამ ემოციებს კიდევ უფრო ამძიმებს ღია ცის ქვეშ შინსისელების მიერ სახელდახელოდ მოწყობილი მუზეუმი სადაც ბრძოლის ველზე შეგროვებული ნივთები: ჩაფხუტები, იარაღის ნაწილები, სამხედრო ფორმები, არის წარმოდგენილი. ეს არის ადგილი სადაც ქართევლმა მეომრებმა საოცარი გმირობის მაგალითი აჩვენეს" განაცხადა გიორგი თრაგამაძემ და დასძინა რომ გადაუდებელ ამოცანას წამროადგენს ამ ადგილას მუზეუმის მოწყობა, სადაც განთავსდება ყველა iს ნივთი, რომელიც ისტორიულ მნიშვნელობის magaliTia. მისი თქმით შინდისში aseve არის ნაკურთხი ადგილი სადაც სალოცავი უნდა აშენდეს.
ქრისტიან დმეორკატები სენაკში გაემგზავრნენ სადაც გვირგვინით შეამკობენ ჟიური შარტავას ძეგლს .ასევე პატივს მიაგებენ 2008 წელს სამეგრელოში დაღუპულ თანამოქალაქეთა ხსოვნას.