შსს სამინისტრო შპს "ბურჯში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"აღსრულების ბიურო შპს „ბურჯის" მიმართ აწარმოებდა მიმდინარე სააღსრულებო ღონისძიებებით გათვალისწინებულ ავტომანქანების ტრანსპორტირებას, რა დროსაც შპს "ბურჯის" ცალკეული თანამშრომლების და ამჟამად დაუდგენელი პირების მხრიდან ადგილი ქონდა ავტომანქანების ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლის ფაქტს. საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო კანონიერების დაცვა და ავტომობილების ტრანსპორტირება. სააღსრულებო ღონისძიებებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შპს "ბურჯის" სამგორის ოფისიდან წუხელ გვიან ღამით ავროტრანსპორტი გაიყვანეს. აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შპს "ბურჯის" ობიექტებში 6 აგვისტოს, დილით შევიდნენ. მათი განცხადებით, კომპანია ახალი მფლობელისთვის გადასაცემად მზადდება.