თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 15 წლის გოგონამ საკუთარ სახლში სანადირო თოფით თავი მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერ უცნობია. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.
„შემთხვევის დროს სახლში გოგონა და მისი უმცროსი ძმა იმყოფებოდნენ. ოთახში შესულ ძმას გოგონა იატაკზე უგონო მდგომარეობაში დახვდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ყარაჯალას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ამირან სულეიმანოვმა.
„პაციენტი საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. მუცლის არეში მიბჯენით ნასროლი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელიც წელის არეში იყო გამავალი. პაციენტს არტერიული წნევა საერთოდ აღარ ესინჯებოდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მაინც მოვათავსეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სამედიცინო ცენტრის ექიმმა სერო სარქისიანმა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სუიციდის შემთხვევები გახშირდა.
მასალის გამოყენების პირობები