ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პაგმანის რაიონში სამარშრუტო ტაქსი ააფეთქეს. ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
ტერაქტის ორგანიიზატორები, სავარაუდოდ, პოლიციის პატრულის აფეთქებას გაგმავდნენ.
პასუხისმგებლობა ტერაქტზე ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.