ლონდონის ოლიმპიადაზე 7 აგვისტო ყველაზე ქართული დღე იქნება. სამშაბათს ოლიმპიური მედლებისთვის ერთბაშად 5 ქართველი იპაექრებს.
პირველი საქმეში მძლეოსანი დავით ილარიანი ჩაერთვება, რომელიც 110 მეტრზე თარჯრბენით სირბილში გამოვა. მისი სტარტი საქართველოს დროით 13:10 საათზეა დაგეგმილი.
შემდეგ, ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. 66 კგ წონით კატეგორიაში მანუჩარ ცხადაია იასპარეზებს, რომლის პირველი მეტოქე, 1/8-ფინალში შვეიცარიელი პასკალ შტრებელი იქნება. ეს ორთაბრძოლა ჩვენი დროით 16:18 საათზე უნდა დაიწყოს.
თითქმის იმავდროულად დაიწყება 96 კგ წონით კატეგორიაში სოსო ჯაბიძის გამოსვლა. ქართველი ფალავანი ნერვედფინალში ბულგარელი ელის გურისა და რუმინელი ალინ ალექსუკ-ციურარიუს შორის გამარჯვებული იქნება.
22:00 საათზე აიღებს სტარტს 105 კგ-ზე მძიმე სპორტსმენებშო მოასპარეზე ირაკლი თურმანიძე. იგი, ძალოსანთა „პრივილილეგირებულ" A ჯგუფში გამოვა.
პარალელურ რეჟიმში გამოვა სიგრძეზე მხტომელი მაია გოგოლაძე. მისი საუკეთესო შედეგი 6,15 მეტრია. შეძლებს თუ არა, მინიმუმ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ქართველი მძლეოსანი, 22:05 საათიდან გამოჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები