დღეს, 7 აგვისტოს, გაიმართება 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის საღამო, სახელწოდებით "გვახსოვს 8 აგვისტო".
17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება 8 აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 18:00 საათზე გაიმართება ხსოვნის საღამო, საპარტიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში.
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ თამრიკო ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, მამუკა ჩარკვიანი, იზა კობახიძე, სოფო ნოზაძე, ლექსო დორეული, ჯარჯი შუქიაური და სხვები.