"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას 7-8 აგვისტოს ყველა სახის საარჩევნო კამპანიას შეაჩერების შესახებ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განაცხადები, 7-8 აგვისტო არის დღეები, როდესაც მთელი საქართველო იხსენებს იმ გმირებს, რომლებმაც თავი დადეს საქართევლოს თავისუფლებისთვის.
მაჭავარიანის განმარტებით, ამ დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, პატივი მიაგოს იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოა ერთიანობას.
"ამიტომ, 7-8 აგვისტოს ჩვენ ყველანაირი სახის საარჩევნო კამპანიას შევაჩერებთ. ეს იქნება, როგორც სარეკლამო რგოლები, ასევე "კარდაკარ" კამპანია, საჯარო შეხვედრები, ბუკლეტების დარიგება. მიგვაჩნია, რომ ამ დროს ყველამ პატივი უნდა მიაგოს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ვიცე-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურნენ "ქართული ოცნება", ახალი მემარჯვენეები" და სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ასე განაცხადეს საარჩევნო კამპანიის დროებით შეწყვეტის შეესახებ.