ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მუსრიმ ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის მოწოდებას, სინას ნახევარკუნძულზე წესრიგის დამყარების შესახებ უპასუხა და პირობა დადო, რომ ყველლაფერს გააკეთებს, რათა აღიკვეთოს ამ მიმართულებით შეიარაღებული პირების თავდასხმა.
ისრაელის თავდაცვის მინიისტრის, ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ისრაელის ძალებმა "აღკვეთეს თავდასხმა, რომელსაც შესაძლო იყო მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა".
შეგახსენებთ, რომ ბოევიკებმა, რომელთაც სახე ნიღბებით ჰქონდათ დამალული, ეგვიპტის საზღვარზე, ღაზას სექტორთან ახლოს, არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას და ბრონირებული ავტომობილით მიიმალნენ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი ორი ავტომობილი, რომელშიც ბოევკები იმყოფებოდნენ, შეეცადა საზღვრის გადაკვეთას, თუმცა ერთი ავტომობილი აფეთქდა ჩრდილოეთ სინაზე, ხოლო მეორე ისრაელის ავიაციამ გაანადგურა.
ურთიერთსროლის დროს, კვირა საღამოს, 15 ეგვიპტელი პოლიციელი დაიღუპა დაჭრილია 7 პოლიციელი.
ეგვიპტის ტელევიზიამ მომხდარში ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფება დაადანაშაულა.