ხვალ, 7 აგვისტოს, 15:00 საათზე, ახალგაზრდული ალიანსი "ეკონომიკური სამართლიანობისთვის და ბიზნესის თავისუფლებისთვის" ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემაა საარჩევნო პროგრამების მონიტორინგი. ქარიზმატული პოლიტიკოსების ამბიციების აღლუმი თუ დემაგოგია საარჩევნო პროგრამებში - რა პირობებში უხდება ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება. ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება 2002-2012 წლების საარჩევნო პროგრამების და დაპირებების შესრულების ანალიზი. ბრიფინგი გაიმართება შემდეგ მისამართზე: თაქთაქიშვილის ქუჩა #11 (ყოფილი რიგის ქუჩა) for.ge-ის საკონფერენციო დარბაზი. საკონტაქტო პირი - გიორგი კაპანაძე 571871781.