ორმა ტერორისტმა-თვითმკვლელმა გროზნოში სამხედრო ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქება საგუშაგოზე მოხდა. შედეგად სამი სამხედრო - ერთი ოფიცერი და ორი კონტრაქტით მომსახურე დაიღუპა და სამი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთი შს სამინისტრო ავრცელებს.
ხოლო რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, სამხედროებთან ერთად აფეთქების შედეგად ასევე დაღუპულნი არიან სამოქალაქო პირები.
"დაზუსტებული ინფორმაციით, "გაზელის" ტიპის ავტომობილი აფეთქდა, რომელიც სამხედრო ნაწილიდან გამოდიოდა. დაზუსტებული ინფორმაციით დაღუპულია სამი სამხედრო, სამი კი მძიმედ დაჭრილია", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი ინფორმაციით, აფეთქება ორმა ტერორისტმა თვითმკვლელმა მოაწყო. მიმდინარეობს გამოძიება.