ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს მაღალანაზღაურებადი DJ-ების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში ჰოლანდიელი Tiёsto მოხვდა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22 მლნ დოლარი გამოიმუშავა. თითეულ წარმოდგენაში Tiёsto-ს ჰონორარი 250 ათას დოლარს შეადგენს.
რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილზეა Skrillex, რომელმაც წელიწადში 15 მლნ დოლარი გამოიმუშავა. Forbes-ის რეიტინგით, მესამე ადგილზეა სკანდალური DJ-ი Swedish House Mafia, რომლის შემოსავალმაც წელიწადში 14 მლნ დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილს David Guetta იკავებს - 13,5 მლნ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი Steve Aoki-ა 12 მლნ დოლარით.
ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ Deadmau5 - 11,5 მლნ დოლარი, DJ Pauly D - 11 მლნ დოლარი, Kaskade - 10 მლნ დოლარი, Afrojack - 9 მლნ დოლარი და Avicii - 7 მლნ დოლარით.