ჰოლანდიურმა კომპანია Heineken-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას სინგაპურულ კომპანია Fraser and Neave-სთან, ლუდსახარშ Asia Pacific Breweries-ის შეძენის თაობაზე. გარიგების ღირებულება 5,1 მლრდ სინგაპურული დოლარია (4,08 მლრდ დოლარი).
გარიგების შედეგად Heineken-მა მიიღო უფლება, საკუთარი სურვილისამებრ, გამოიყენოს ბრენდები Tiger, Bintang, Anchor და სხვა მრავალი ლუდის დასახელებები. გარიგების შედეგად Heineken-ი 14 ქვეყანაში 20-მდე ლუდსახარშის მფლობელი გახდა.
Heineken-ი იმედოვნებს, რომ ევროპის შემდეგ საკუთარ პოზიციებს აზიაშიც გაიმყარებს და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვების რაოდენობას გაზრდის.