ჩინეთში ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე 140 პირი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიაკვლიეს ასევე 100 დონორს.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში ამ დროისთვის აღრიცხულია 1,5 მლნ ადამიანი, რომლებიც ორგანოების გადანერგვას საჭიროებენ. წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი სახის 10 ათასი ოპერაცია ტარდება.