არ გამართლდა ეკონომისტთა მოლოდინი იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ევრო-2012-ის ჩატარების შემდეგ კაფე-რესტორნები, ჩემპიონატის დღეებში გაზრდილ ფასებს, მომსახურეობის ტარიფებს ჩვეულ ნიშნულზე დააბრუნებდნენ.
როგორც "სარესტორნო კოლსალტინგის" დირექტორი განმარტავს, ევრო-2012 ის შემდეგ რესტორნებისა და კაფეების მეპატრონეებს საფასო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავთ და მათ ფასები ისევ ისეთი მაღალი დატოვეს, როგორც ჩემპიონატის დღეებში ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ კაფე-რესტორნება ჩემპიონატის წინა დღეებში ფასები 50 %-მდე გააძვირეს.