ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრის, თეა თუთბერიძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა არა პატრიარქის, არამედ ერის შეურაცხყოფაა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, მიუღებელია, როდესაც ქალი თავის საიტზე ათავსებს გინებას და თავადაც უსმენს ამას.
"საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს უკვე მოჰყვა რეაქცია და საკმაოდ მძაფრი რეაქციაც. მიუღებელია, როდესაც ქალი თავის საიტზე გინებას დებს და თავადაც ისმენს ამ ტექსტს. აქედან იწყება მორალზე ლაპარაკი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პატრიარქს. ეს პატრიარქის შეურაცხყოფა ნაკლებადაა. ეს საერთოიდ არ ეხება პატრიარქს, მაგრამ ერის შეურაცხყოფა არის ნამდვილად", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საყვარელიძემ.