შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, შსს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, გამოყენების ფაქტზე დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე: მანანა ალექსანდრეს ასული ხიზანიშვილი, გიორგი გიორგის ძე ქადაგიშვილი, მიხეილ თამაზის ძე გუჯაბიძე და გიორგი იოსების ძე კოშაძე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით.