ავტოკატასტროფას შუახევის მუნიციპალიტეტში 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ექსვი ადამიანი.
"მიცუბიში პაჯეროს" მარკის ავტომანქანა, რომელიც ნიგაზეულის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს ავტომანქანაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა შუახევისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 15 წლის მოზარდს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
რაც შეეხება მძღოლს და კიდევ ერთ მგზავრს, ერთი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მეორეს კი თავის ქალის მძიმე დაზიანება აღენიშნება. შუახევის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობას გადის კიდევ სამი დაშავებული.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.