შპს "ბურჯში" აღსრულების ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი შენობის გათავისუფლებას და დატოვებას ითხოვენ. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სასაწყობე მეურნეობაც, რომელიც შპს "ბურჯს" გაქირავებული აქვს.
შპს "ბურჯის" 2 აგვისტოს აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებდნენ, შპს "ბურჯის" ქონებაზე დაინტერესება დიდი იყო და ინტერნეტაუქციონის მეშვეობით ქონების შესასყიდად რამდენიმე მომხმარებელი ვაჭრობდა. ქონებაზე საწყისი ფასი იყო 5.153.831 ლარი და 50 თეთრი.
შპს "ბურჯი" აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისათვის, ასევე, კოალიციის ოფისებით შეღავათიან ფასებში გარემონტებისათვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.