სრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპოვნია ხუთი ადამიანის ცხედარი, რომლებიც თავს დაესხნენ ეგვიპტის საზღვარზე, ღაზას სექტორთან ახლოს, არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტს.
ეგვიპტის ტელევიზიის ინფორმაციით,ბოევიკებმა, რომელთაც სახე ნიღბებით ჰქონდათ დამალული, ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას და ბრონირებული ავტომობილით მიიმალნენ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ავტომობილი, რომელშიც ბოევკები იმყოფებოდნენ, შეეცადა საზღვრის გადაკვეთას, თუმცა ერთი ავტოომობილი აფეთქდა ჩრდილოეთ სინაზე, ხოლო მეორე ისრაელის ავიაციამ გაანადგურა.
ურთიერთსროლის დროს, კვირა საღამოს, 15 ეგვიპტელი პოლიციელი დაიღუპა დაჭრილია 7 პოლიციელი.
ეგვიპტის ტელევიზიამ მომხდარში ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფება დაადანაშაულა.