საბერძნეთის პოლიციამ არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია თითქმის 5 ათასი არალეგალი.
შესაბამისი საბუთების შემოწმების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 1100 აადამიანი შეადგინა. 4000-მდე ადამიანი პოლიციამ იდენტიფიცირების შემდეგ გაათავისუუფლა.
ამ დროისათვის არ ქვეყნდება ზუსტი სტატისტიკა თუ რომელი ქვეყნების მოქლაქეები არიან დაკავებულნი. თუმცა როგორც საბერძნეთის მედია იტყობინება, დაკავებულთა შორის 200-მდე პაკისტანელია. უცნობია, დაკავებულთა შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები.
საბარძნეთის მედიის ინფორმაციით, იმიგრანტები, რომელთაც არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე საკუთარ ქვეყნებში იქნებიან დეპორტირებულები.
სტატისკიკის მიხედვით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ალარელაგალების 80%, სწორედ, რომ საბერძნეთის ტერიტორიდან ხვდება.