,,ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელს შეუწყობს ტურიზმის მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას და ჩვენ მოქალაქეებს მომსახურების ხარისხის ამაღლებაში დავეხმარებით", _ განაცხადა ივანიშვილმა ბათუმში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ტურიზმი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წყაროა.
,,ზღვისპირა სეზონი საქართველოში 12-თვიანი ვერასოდეს იქნება, მაგრამ ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ბუნებრივი ლანდშაფტი შესძლებლობას იძლევა, რომ სწორად წარმართული ტურიზმი არა მხოლოდ ორი თვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში ხალხის და სახელმწიფოს შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყოს", _ განაცხადა ივანიშვილმა.