,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აზიზეის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სააშკარაოზე გამოიტანს და მართებულად გადაწყვეტს.
,,მე ვიცი, რომ თქვენ არა მორიგი მეჩეთის მშენებლობა გაშფოთებთ, არამედ გაშფოთებთ ხელისუფლების საეჭვო ნაბიჯები. საქართველოს მიწაზე უცხო ქვეყნის შედევრები და თუ რა ბედი ეწევა მათ. ამ ხელისუფლებისაგნ განსხვავებით ჩვენ, მართლაც გვადარდებს. Aამიტომ გპირდებით, როცა ოქტომბერში არჩევნებში გავიმარჯვებ დაუყოვნებლივ გამოვარკვევ და სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველაფერს, რაც ამ მტკივნეულ და საჩოთირო საკითხთანაა დაკავშირებული და როდესაც ყველაფრეს გავარკვევთ თქვენთან ერთად გავარკვევთ საკითხს ისე, რომ ჩვენს ისტორიულ საგანძურსაც მიეხედოს და არც ჩვენი მოქალაქეების კანონიერი მოთხოვნები დარჩეს უგულვებელყოფილი", _ განაცხადა ივანიშვილმა.