,,ეს ხელისუფლება იმასაც მაბრალებს, რომ თითქოს, რუსეთის შემოყვანა მინდა და ამას მის მიერ დაგეშილი ადამიანები გაჰკივიან", _ განაცხადა ბათუმში ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, რუსული საქართველოში სააკაშვილმა შემოიყვანა.
"სწორედ ამ ხელისუფლების მეთაურმა თავისი უგუნური პოლიტიკით, უკვე შემოიყვანა რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და ეს, რომ ასეა ამის დასტურია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ მდგარი რუსეთის ჯარი და ასობით დაკარგული სოფელი", _ განაცხადა ივანიშვილმა