მსახიობის და ,,ქართული ოცნების" წევრის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, ბათუმი ბათუმი აღარ არის და ყველა ღირსებული ბათუმელი უბედურია.
"დღეს, ბათუმი ბათუმი აღარ არის. ყოველი ბათუმელისთვის, რომლისთვისას ბათუმის იერსახე, მისი არქიტექტურა ძვირფასია, დღეს უბედურები არიან თავიაანთ ქალაქში. თავის ქალაქს ვეღარ ცნობენ, თუნდაც რად ღირს ბათუზე გადაღებული კლიპები, რომელიც აბსოლუტური სიცრუითაა გაჟღენთილი, ნატამალი სიმართლე იქ არ არის. ბათუმს სულ სხვა რამ სჭირდება", _ განაცხადა პაპუაშვილმა ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ აზიზეის მეჩეთის მშენებლობა ხელისუფლების აკვიატებაა.
"თუნდაც ეს აკვიატებული აზიზეის მეჩეთის მშენებლობა, როდესაც საქართველოში 250 მოქმედი მეჩეთი არსებობს, როდესაც აქ ეკლესია ინგრევა, როდესაც ადამიანებს სულში აფურთხებენ რა, არის ასეთი აკვიატება, ხალხის წინააღმდეგ სიარული", _ განაცხადა პაპუაშვილმა.