"ქართული ოცნების" აქტივისტის ირაკლი დობორჯგინიძის მანქანაში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. აღმოჩენილია როგორც ვიდეო, ისე აუდიოჩამწერი აპარატურა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დობორჯგინიძეზე ეჭვი მას შემდეგ მიიტანეს და დაიწყეს დაკვირვება, რაც ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მანქანაში საუბრისას პროვოკაციულ კითხვებს უსვამდა.
ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმეზე იკითხება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი ხურციძე, რომელმაც დობორჯგინიძის ავტომანქანაში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა.