მუხიანში 40 წლის გელა კიტოვანმა შელაპარაკებისას ლევან კალანდია მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ორივე მათგანი დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მეზობლების განცხადებით ისინი ახალი მოსახლეები იყვნენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
40 წლის მამაკაცი პოლიციამ, მომხდარიდან რამდენიმე წუთში აიყვანა.