პოლონეთის პრეზიდენტმა ბორისლავ კომოროვსკიმ ქვეყანაში თავისი საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა გადაწყვიტა. ეს განცხადება მან ყოველკვირეულ "Wprost" თან საუბრისას გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ამ სისრემამ ქვეყანა საჰაერო საფრთხეებისგან უნდა დაიცვას, მოგვიანებით კი ნატოს ქვეყნების საერთო ფარის ნაწილი გახდეს.
"ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ როდესაც ნატოს წინადადებას ვიღებდით რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, ჩვენ ჯეროვნად ვერ შევაფასეთ პოლიტიკური რისკის დონე, რომელიც პრეზიდენტის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. ამისათვის ჩვენ ვზღეთ კიდეც და ამ შეცდომების გამეორება არ შეიძლება", _ განაცხადა კომოროვსკიმ.
მისივე თქმით, ახლა პოლინეთს მოძველებული სისტემები აქვს, რომლებიც ქვეყანას სათანადოდ ვერ დაიცავენ.